მეცნიერებისა და ინოვაციების უპრეცედენტო კვირეული დაიწყო

მეცნიერებისა და ინოვაციების უპრეცედენტო კვირეული დაიწყო

პირველად საქართველოსა და კავკასიაში,  მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება. კვირეულის მიზნებია: სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა; ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება; ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის; ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა; სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება. კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და…

ვრცლად