,,მე ომბუდსმენი’’ - კონკურსი სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებისთვის
12.10.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კონკურსში
,,მე ომბუდსმენი’’ გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
კონკურსი სახალხო დამცველის მიერ იყო
ორგანიზებული და მასში მონაწილეობა 13-18 წლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსი ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების დონის
ამაღლებას ემსახურება, ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის
„სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით ჩატარდა.
კონკურსი
დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და
ინტერნეტის საშუალებით განხორციელდა. სახალხო დამცველის დაკვეთით,
2010 წლის აპრილ–მაისში, კომპანია „პიქსელმა“ კონკურსის ჩასატარებლად სპეციალური პროგრამული მოდული დაამზადა,
რომელიც სახალხო დამცველის ვებ–გვერდზეა
ინტეგრირებული.
კონკურსში მონაწილეობა 700
გუნდის 2100 მოსწავლემ მიიღო, ფინალურ რაუნდში 10 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც
საბოლოოდ სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
პირველ ადგილზე გავიდნენ: ანა
კლდიაშვილი, ირენა ბაბუნაშვილი.