სრულიად
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის
ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციაში - „
დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ ამჯერად, პროგრამის -”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი პედაგოგებიც
ჩაერთნენ.
თბილისის
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა 100-მდე
ინგლისურენოვანმა მასწავლებელმა მიიღო. მათ იფანისა და ნეკერჩხლის 400 ძირი ხე
თბილისის ზღვის ტყე-პარკის მიმდებარე
ტერიტორიაზე დარგეს. უცხოელებთან ერთად აქციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინიც მონაწილეობდა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით
მიმდინარე აქციის მონაწილეთა
განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ანალოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, რადგან ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა წამყვან ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულებაა. სტუმრებმა კმაყოფილება
გამოთქვეს შესაძლებლობისთვის თავადაც ჩართულიყვნენ ამ აქციაში და თავიანთი წვლილი
შეეტანათ გარემოს გამწვანებაში.