საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო – 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა.
შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა
ლოტი |
დასახელება |
რაოდენობა |
სავარაუდო ღირებულება |
I |
ლაზერული პრინტერი |
2 |
11,000.00 |
გარანტია: არანაკლებ 1 წელი |
|||
1. Black print speed - Up to 35 ppm |
|||
2. Black print resolution - Up to 1200 x 1200 dpi |
|||
3. Memory, standard - 256 MB |
|||
4.Monthly duty cycle - Up to 200,000 pages |
|||
5. Duplex printing - Automatic (standard) |
|||
6. Supported paper sizes - A4, A3 |
|||
7. Scanner type - Flatbed, ADF |
|||
8. Scan resolution, optical - Up to 600 dpi |
|||
9. Scan speed - Up to 35 ppm |
|||
10. Copy resolution - Up to 600 x 600 dpi |
|||
11. Maximum number of copies - Up to 1000 copies |
|||
12. Networking – Standard |
|||
13. Connectivity - 1 USB, 1 parallel, 1 EIO |
|||
II |
კომპიუტერი |
5 |
5,500.00 |
გარანტია: არანაკლებ 3 წელი; |
|||
|
|||
1. CPU: Core 2 Duo 2.9 Ghz |
|||
2. Memory: 2 GB |
|||
3. Storage: |
|||
ა HDD: SATA , 250GB |
|||
ბ DVD-RW |
|||
4. Audio: on board |
|||
5. Video System: On-Board |
|||
6. Net Card: on board 10/100/1000 |
|||
7. Keyboard , Optical Scroll Mouse, Headphones + Microphone, Speakers |
|||
III |
მონიტორი |
1 |
400.00 |
გარანტია: არანაკლებ 3 წელი; |
|||
|
|||
1. Display size - 22 " |
|||
3. Contrast ratio - 1000:1 |
|||
4. Response time - 5 ms |
|||
5. Input signal - RGB, DVI |
|||
IV |
ლაზერული პრინტერი |
10 |
4,000.00 |
გარანტია: არანაკლებ 1 წელი; |
|||
1. Functions - print, copy, scan |
|||
2. Print speed black - Up to 18 ppm |
|||
3. Duty cycle - Up to 8000 pages |
|||
Media sizes supported - A4; A5 |
|||
4. print quality - Up to 600 X 600 dpi |
|||
5. processor speed - 400 MHz |
|||
6. Standard memory - 8 MB |
|||
7. Scan type - Flatbed |
|||
8. Optical scaning resolution - up to 1200 dpi |
|||
9. Copy resolution - Up to 600 X 400 dpi |
|||
10. Maximum copies - Up to 99 copies |
საქონლის მოწოდების ვადა: არაუგვიანეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღე.
აუცილებელი პირობა:
- სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქონლის მიწოდების ბოლო 2 წლის გამოცდილება, პროექტის ღირებულებისა და ვადების მითითებით.
1. პრეტენდენტებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო
წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინონ ერთ დახურულ კონვერტში
ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) 2010 წლის 14 დეკემბრის
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52, ოთახი №122.
2. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ
ცნობებსა და ინფორმაციას:
იურიდიული პირებისათვის:
ა) ცნობა სასამართლოდან, რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ფიზიკური პირებისათვის:
ა) ცნობა სასამართლოდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ;
ბ) ცნობა სასამართლოდან,
რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება.
როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის:
ა) პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
ბ) ცნობა საგასადახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
3. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებაზე თუ პრეტენდენტი პირველ პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
4. თუ წინამდებარე შესყიდვის ფარგლებში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გათვალისწინებული იქნება სუბკონტრაქტორების ჩართვაც, მაშინ სატენდერო განცხადების მე-2 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო იქნება ასევე ყველა სუბკონტრაქტორისათვის.
5. ტენდერის შედეგად გამოვლინდება მაქსიმუმ ოთხი გამარჯვებული, რომლებმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინონ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
6. შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება შეფასების კრიტერიუმებისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
7. ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-11 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ) 2010 წლის 25 ნოემბრის 09:30 საათიდან 2010 წლის 14 დეკემბრის 11:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52, ოთახი №122, შესყიდვების სამმართველო, სატენდერო კომისიის აპარატი.
8. ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
9. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 14 დეკემბრის 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 მე-2 სართული, ოთახი №214.
10. ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
11. სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგ. №200122900,
სახელმწიფო ხაზინა, კოდი 220101222;
სახაზინო კოდი 302007700
დამატებით ინფორმაციაში მითითებული უნდა იქნას გადახდის დანიშნულება - სატენდერო მოსაკრებელი, კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა
და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში, შემდეგ მისამართზე; ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52.
12. პრეტენდენტებმა, სატენდერო წინადედების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენისათვის უნდა გადაიხადონ საფასური 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სს ,,ბანკი რესპუბლიკას” ც/ფილიალი;
ბანკის კოდი: 220101757
მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიმღები ანგარიშის ნომერი: 10591718543
13. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში; ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52, ოთახი №122, შესყიდვების სამმართველო, ტელეფონი: 31 89 40 საკონტაქტო პირები: ლია გვაზავა, მარიამ ფალიაშვილი, ნატალია ბოჭორიშვილი.
შენიშვნა:
არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ პრეტენდენტის რეგისტრაციის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სტრუქტურებიდან. ამასთან, ორიგინალ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას მათი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.