რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.436 საქართველოს განათლების მინისტრის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 207 2003 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების დებულების დამტკიცების შესახებ “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “თ” ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ 1. დამტკიცდეს “დებულება ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების შესახებ” (თან ერთვის). 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, სასკოლო ოლქების სამმართველოებმა, ქვეყნის რაიონებისა და ქალაქების განათლების განყოფილებებმა: ა) უზრუნველყონ “ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების შესახებ დებულების” ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებამდე დაყვანა და პედაგოგიური კოლექტივებისათვის გაცნობა. ბ) გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების სერტიფიკატის მისაღები გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ამ დებულების შესაბამისად. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1995 წლის 10 მაისის N121 ბრძანებით დამტკიცებული “დროებითი ინსტრუქცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ექსტერნის წესით ატესტაციის მომზადებისა და ჩატარების ორგანიზაციის შესახებ”. ა. კარტოზია დებულება ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების შესახებ მუხლი 1. ზოგადი ნაწილი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესს “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “თ” ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს ექსტერნის მიერ დაწყებითი, საბაზო, საშუალო საგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად შესწავლას და შემდგომ სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში შუალედურ და სახელმწიფო ატესტაციას. 3. ექსტერნი არის პირი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა საგანმანათლებლო პროგრამები და მიეცა შესაძლებლობა გაიაროს შუალედური და სახელმწიფო ატესტაცია სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში. 4. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღებისათვის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, მოქმედებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები. 5. ექსტერნის მიერ საშუალო განათლების ატესტატის მიღება წინ არ უნდა უსწრებდეს მისი (ექსტერნის) ყოფილი თანაკლასელების მიერ იმავე სახის სერტიფიკატის მიღებას. 6. ექსტერნატის ფორმით საბაზო ან საშუალო განათლების სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დაიშნებიან პირები, რომელთაც მიღებული აქვთ, შესაბამისად, დაწყებითი ან საბაზო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატები. 7. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელი, რომელშიც ირიცხება ექსტერნი და რომელიც ატარებს მის ატესტაციას, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით დამტკიცებული ფინანსური ნორმატივების შესაბამისად. 8. ექსტერნების სახელმწიფო ატესტაცია ტარდება იმავე ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც ისინი ექსტერნად ჩაირიცხნენ და გაიარეს შუალედური ატესტაცია. 9. დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების სერტიფიკატის მისაღებად შუალედული და სახელმწიფო ატესტაციაა ატარებს სახელმწიფო კომისია, რომელსაც ამტკიცებს რაიონული (ქალაქის) განათლების განყოფილება. 10. საატესტაციო კომისიების შემადგენლობაში შეყვანილ იქნებიან ძირითადად იმ სასწავლებლის მუშაკები, სადაც ტარდება ექსტერნის ატესტაცია. საატესტაციო კომისიების საქმიანობა რეგულირდება “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესით” და ამ დებულების მე-3 მუხლით. კომისიის წევრთა საქმიანობა ფონანსდება ამ დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 2. ექსტერნების ჩარიცხვა და გარიცხვის წესი 1. სრულწლოვანი ექსტერნის ჩარიცხვა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში, როგორც წესი, ხდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისი პირადი განცხადების, ხოლო არასრულწლოვანისა _ მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე. 2. განცხადებასთან ერთად სასწავლებელს წარედგინება საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა დაწყებით, საბაზო, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო ან დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლებელში გავლილი კურსის შესახებ, დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში შუალედური ატესტაციის გავლის შესახებ, ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი, სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლი პერიოდში გავლილი კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი). ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში (დოკუმენტის დაკარგვა, სწავლა საზღვარგარეთ) ექსტერნად ჩარიცხვა ხდება, დადგენილი წესით, ექსტერნად შემსვლელის ცოდნის დონის შემოწმების საფუძველზე. 3. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში ექსტერნატის ფორმით შუალედური და სახელმწიფო ატესტაციის გასავლელად განცხადების შეტანის დრო დგინდება ამ სასწავლებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს 1-ლი მარტისა. 4. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში ჩარიცხვისას ექსტერნს და/ან არასრულწლოვანი ექსტერნის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) უნდა გაეცნოს ეს დებულება, შუალედური ატესტაციის საგანთა ჩამონათვალი და მისი ჩატარების წესი. აგრეთვე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა სახელმწიფო ატესტაციის კრიტერიუმები და წესები და სასწავლო საგნების პროგრამები. 5. ექსტერნს უფლება აქვს: ა) მიიღოს საჭირო კონსულტაციები ყველა საგანში, რომელშიც გათვალისწინებულია გამოცდის ჩაბარება; ბ) ისარგებლოს სასწავლო ლიტერატურით სასწავლებლის ბიბლიოთეკიდან; გ) დაესწროს ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს; დ) მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადებში, კონკურსებში, ტესტირებებში. 6. ექსტერნი, რომელიც ვერ გაივლის შუალედურ ატესტაციას ორზე მეტ საგანში, არ დაიშვება სახელმწიფო ატესტაციაზე. მას მიეცემა ცნობა ჩაბარებული გამოცდების შესახებ და უფლება ეძლევა მომდევნო წელს კვლავ ჩაირიცხოს სასწავლებელში, ექსტერნად დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3. ექსტერნების ატესტაცია 1. შუალედური ატესტაციის ჩატარების წესი, ფორმა და ვადები დგინდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და მტკიცდება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე. შუალედური და სახელმწიფო ატესტაცია ტარდება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, მაგრამ არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს დროში. როგორც წესი, შუალედური ატესტაცია ტარდება სასწავლო წლის მეორე ნახევარში და მთავრდება 25 მაისამდე. 2. ექსტერნის სახელმწიფო (შემაჯამებელი) ატესტაცია დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების სერტიფიკატების მისაღებად ტარდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმების და წესის შესაბამისად. 3. ექსტერნების შუალედური ატესტაცია წინ უსწრებს სახელმწიფო ატესტაციას და ტარდება სასწავლო გეგმის ინვარიანტული ბლოკის საგნებში, გარდა ფიზიკური აღზრდის, ხაზვის, შრომითი სწავლების, დაწყებითი სამხედრო მომზადების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნებისა, თუ ეს საგნები არ არის პროფილური და ექსტერნს არ აურჩევია საგამოცდოდ. უცხოურ ენას ირჩევს ექსტერნი და მიუთითებს განცხადებაში. 4. საშუალო განათლების მისაღებად ექსტერნები შუალედურ და სახელმწიფო ატესტაციას გადიან მე-10 და მე-11 (12) კლასებში შესასწავლ საგანთა პროგრამების მოცულობით. 5. ექსტერნები ატესტაციას გადიან ერთსა და იმავე სკოლაში. გამონაკლის შემთხვევაში (საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო), შესაძლებელია ატესტაციის გაგრძელება დარჩენილ საგნებში სხვა სკოლაში, ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, სადაც აღნიშნული იქნება, როდის, რა საგნებში გაიარა ატესტაცია და რა შეფასებები მიიღო. 6. ექსტერნი, რომელმაც ჩააბარა გამოცდები გადასაყვანი კლასის სრულ კურსზე, გადადის მომდევნო კლასში. 7. I-VIII და X კლასების კურსზე ექსტერნების ატესტაცია ტარდება იმ საგნებში, რომლებიც შეტანილია შესაბამისი კლასის სასწავლო გეგმის ინვარიანტულ ბლოკში, გარდა იმ საგნებისა, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტში. 8. VI, IX და XI (XII) კლასებში ექსტერნების საატესტაციო საგნების რაოდენობასა და ჩამონათვალს ადგენს განათლების სამინისტრო. 9. ექსტერნების შუალედური და სახელმწიფო ატესტაცია აისახება გამოცდების ოქმებში შენიშვნით “ექსტერნი”. ოქმს ხელს აწერს საგამოცდო კომისიის ყველა წევრი და ამტკიცებს სასწავლებლის ხელმძღვანელი. ოქმს თან ერთვის საგამოცდო წერითი ნამუშევარი. 10. ექსტერნს, რომელმაც გაიარა სახელმწიფო ატესტაცია ეძლევა ზოგადი დაწყებითი, ზოგადი საბაზო ან ზოგადი საშუალო განათლების სახელმწიფო ნიმუშის სერტიფიკატი მარჯვენა ზედა კუთხეში წარწერით “ექსტერნატი”. 11. იმ ექსტერნს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს სახელმწიფო გამოცდები ერთ ან რამდენიმე საგანში, უფლება ეძლევათ ამ საგნებში გამოცდები ჩააბარონ მომდევნო საგამოცდო პერიოდში. 12. სასწავლო წლის დამთავრების ან გარიცხვის შემთხვევაში, ექსტერნს ეძლევა თანდართული ფორმის ცნობა შუალედური ატესტაციის გავლის შესახებ. 13. ექსტერნების განცხადებების სარეგისტრაციო ჟურნალი, პირადი საქმეები, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები ინახება სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის დადგენილი წესით. დანართი ც ნ ო ბ ა შუალედური ატესტაციის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში ____________________________________________________________________ (სახელი და გვარი) ___________________________________________________________________ (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, მისი მისამართი) 200-200 სასწავლო წელს გაიარა შუალედური ატესტაცია და გამოიჩინა შემდეგი წარმატებები” N სასწავლო საგნების დასახელება კლასი, ნახევარწლიური თუ სრული კურსი მიღებული ნიშანი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ___________________________________________________________________
(სახელი და გვარი ექსტერნატისა, გააგრძელებს სწავლას, გადაყვანილია ......... კლასი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი ბ.ა. (სახელი, გვარი) „______“ _____________ 200 წელი
|