Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
17/01/2012
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუკუნის სამრეწველო დიზაინერი, საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი იტალიელი ჯორჯეტო ჯუჯარო იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  შეხვდა.
16/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-4 დონის წიგნები თბილისის 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.
15/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.  თბილისის №51, №24 და №10 საჯარო სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები გადაეცათ.
15/01/2012
პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
14/01/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში  ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
14/01/2012
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და  ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
13/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების  წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება, რომელიც როგორც  საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ  ხარჯვას გამორიცხავს. 
13/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
12/01/2012

თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

11/01/2012
სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება. ამ მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.
10/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა. პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
09/01/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
09/01/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ მალტაში გაემგზავრა.
08/01/2012
მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. ახალიწელი  მანდატურებმა  მოზარდებთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

07/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი  გადასცა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >