სიახლე
19/02/2010
ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა და მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.
19/02/2010
”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” სლოგანისათვის თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი თინათინ ყიფიანი კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა.
18/02/2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოთა გრიფირების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა.
18/02/2010
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  2009 – 2010 სასწავლო წელს  განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".
17/02/2010
პრემიერ-მინისტრის 2009 წლის №335 ბრძანებით დაიწყო სოციალური დიალოგი მთავრობასა და პროფესიულ კავშირებს შორის. დიალოგის რეჟიმი დღემდე გრძელდება.
16/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები  და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა.
16/02/2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებით პროექტი ”მომავალი შენია” განახლებული ფორმატით ჩატარდება.
15/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  დიმიტრი  შაშკინის ინიციტივით  300-მდე დევნილი პედაგოგი ერთი თვის განმავლობაში დასქმდება. ამ მიზნით, მინისტრი სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ 300-მდე პედაგოგს პირადად შეხვდა და  სხვადასხვა სკოლებში მათი დასაქმების დეტალები განიხილა.
13/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში  დაგეგმილ რეფორმებზე, სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
12/02/2010
მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
11/02/2010
მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ბრიფინგზე სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
10/02/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება.
10/02/2010
27 იანვარს ჟენევაში გამართულ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 59-ე სესიაზე  საქართველო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი გახდა. წელს პრეზიდენტ ქვეყნად ნორვეგია აირჩიეს.
09/02/2010
თბილისის №65 საჯარო სკოლაში კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” ფარგლებში, მოსწავლეებმა  ლიტერატურული და  ფერწერული ნამუშევრები  წარმოადგინეს.
09/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს 2011 წელს 10 გამოსაშვებ გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული ყველა სიახლეე გააცნო.

         1  2  3  4   >