Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
16/06/2012
საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის  ჩატარდა  პროექტების კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით.”
16/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
15/06/2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯში ,,სპექტრი’’ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ვაუჩერული დაფინანსების პროექტის მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მსურველებს შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, შემდუღებლების, მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული სახელოსნოები.
15/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
15/06/2012
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს.
14/06/2012
ინფორმაცია გაცდენებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მოსწავლისთვის ნიშნის დაკლება განისაზღვრება იმავე წესის მიხედვით, რაც ცნობილი იყო სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციისთვის და მოსწავლეებისთვის. საგნობრივი საათების გაცდენის გამო ნიშნის დაკლება სემესტრის მიხედვით ამოქმედდება მომავალი სასწავლო წლიდან.
14/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს.
13/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.
12/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო საწარმოებისათვის აუცილებელი კადრები  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება.
12/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “ 8+1“ მოდელი გააცნო.
12/06/2012
გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია  გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
12/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ამჯერად შენობის მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.
11/06/2012
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.
11/06/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.

10/06/2012
ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102   >