Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
28/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.
28/06/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 145 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
28/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში  აკვირდებოდნენ. გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა  და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.
28/06/2012
ქუთაისში იმყოფება მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, რომელმაც  ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
28/06/2012
მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე გაეცნო.
აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში.
28/06/2012
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდება.
28/06/2012
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
28/06/2012
საქართველოს, როგორც ევროპული იდენტობის მატარებელი ქვეყნის იმიჯის შექმნა-წარმოჩენას პირველი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.
27/06/2012
საქართველოს ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება. ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის ოლიმპიადებზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 19 მოსწავლე გაემგზავრება.
27/06/2012
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.
27/06/2012
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს, პედაგოგებისთვის კი - 2 ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
27/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მცხეთა-თიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების 17 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები პირადად  გადასცა.
26/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად ოზურგეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის რეგიონის საჯარო სკოლების 23 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
26/06/2012
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება.  ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს.
26/06/2012
საქართველოში ვიზიტად მყოფი ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი, პროფ. როლფ-დიტერ  ჰოიერი  დღეს, ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებს უპასუხა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104   >