Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
29/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ორგანიზებით ,,დამწერლობის ფესტივალი’’  იმართება. სამდღიანი ფესტივალი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა.
29/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“  140 მოხალისე მასწავლებელს სერტიფიკატები გადასცეს.
29/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ესმა გუმბერიძე,  ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და პირველი სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
29/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 44-მა მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
29/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულ ეროვნული შეფასების საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ.
28/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.
28/06/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 145 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
28/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში  აკვირდებოდნენ. გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა  და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.
28/06/2012
ქუთაისში იმყოფება მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, რომელმაც  ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
28/06/2012
მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე გაეცნო.
აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში.
28/06/2012
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდება.
28/06/2012
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
28/06/2012
საქართველოს, როგორც ევროპული იდენტობის მატარებელი ქვეყნის იმიჯის შექმნა-წარმოჩენას პირველი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.
27/06/2012
საქართველოს ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება. ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის ოლიმპიადებზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 19 მოსწავლე გაემგზავრება.
27/06/2012
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104   >