Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
27/08/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. დღეიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

27/08/2012
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა, და მასში გათვალისწინებული  სამუშაოები  23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.
25/08/2012

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის 71%-ს შეადგენს.

23/08/2012

2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება  მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს.  სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

23/08/2012

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

21/08/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა.
20/08/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მანდატურის ვაკანსიასზე საქართველოს შემდეგ რაიონებში: მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, წალკა და თეთრიწყარო.
18/08/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ”აისის” საქმიანობას გაეცნო.

15/08/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა.
09/08/2012

9 - 14 აგვისტოს პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეთა კანდიდატებს საშუალება აქვთ ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასება გაასაჩივრონ.

08/08/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით სოფელ წაბლანის საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ასლან შაინიძის სახელი მიენიჭება.
03/08/2012
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე დასასწრებად 52-მა ქართველმა მეცნიერმა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. 
02/08/2012

3-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადები მიიღება.

02/08/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაშავებული პედაგოგი ნინო აბულაძე მოინახულეს.

31/07/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს, კახეთის რეგიონში უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108   >