Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
24/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ერთიანი საგამოცდო პროგრამა ფარავს ერთდროულად ორ დონეს ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა.
23/09/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაარსდა მიზნად ისახავს საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის დაძლევას და ამ სფეროების მიმართ სტუდენტების დაიტერესებას.
22/09/2012
ხაშურის რაიონის 3 სოფელს დღეიდან ახალი სკოლის ავტობუსი მოემსახურება. პატარა ფლევში, ტკოცასა და ნაცარგორაში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ დიდი ფლევის საჯარო სკოლაში ფეხით დადიოდნენ.
22/09/2012
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
21/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ’’ თანახმად მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
19/09/2012
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები“ გაიხსნა.
18/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხაშურის №1 და №6 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
18/09/2012
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
18/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობას იწყებს. დღეს, ახალი სკოლის მშენებლობას იმერეთის რეგიონში ჩაეყარა საფუძველი. ვანის რაიონის სოფელ ზემოვანში თანამედროვე სკოლა 2013 წელს ამოქმედდება.
17/09/2012
საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და  ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი სკოლა კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში გახსნა.
17/09/2012
საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. საქართველოს მასშტაბით 11 ახალი სკოლა აშენდა და 527 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაიხსნა 83 ”მომავლის კლასი”.
15/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები.
14/09/2012

2012 წელს საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ მოეწყო. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი  „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება.

14/09/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს“ Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

13/09/2012
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი სრულდება.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111   >