2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 სექტემბერს გაავრცელებს ინფორმაციას იმ აბიტურიენტებთან დაკავშირებით, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ კონკურსის გათვალისწინებით ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია” სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.