საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებისთვის აცხადებს ახალ ფოტოკონკურსებს:
გამოაგზავნეთ ფოტო საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ოფიციალურ მეილზე
educationgovge@gmail.com მიუთითეთ ფოტო კონკურსის სახელწოდება და სკოლის სახელწოდება.
ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 2012 წლის 1მაისამდე;
კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი ფოტო მასალა ადმინისტრატორის მიერ გადატანილ იქნება ფოტო ალბომში "
ცხოვრების ჯანსაღი წესის ლოგო" და „
ცხოვრებრების ჯანსაღი წესი ჩემს სკოლაში”;
გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება Like-ების რაოდენობის მიხედვით და შეფასდება facebook-ის მომხმარებლის მიერ;
გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემატიკასთან;
მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელზეც სკოლა, სასკოლო გარემო, ან გაკვეთილი იქნება ასახული, ნამუშევარი სკოლის სახელით უნდა გამოიგზავნოს.
ყველა ფოტო, რომელიც არ პასუხობს თემატიკას და არის უცენზურო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
ფოტოსა და ლოგოს შექმნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, აგრეთვე მათ მშობლებსაც.
თითო სკოლას შეუძლია წარმოადგინოს თითო ლოგო და საკონკურსო ფოტო; (შესაძლებელია გაკეთდეს რამდენიმე ფოტოს კოლაჟი და გამოაგზავნოთ ერთ ფოტოდ);
ფოტო უნდა იყოს გადაღებული თქვენს სკოლაში, თქვენს მიერ;
ფოტო აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს სკოლის ადმინსიტრაციის თანამშრომელმა ან დირექტორმა და მიუთითოს თავისი სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის 1 მაისს, 18:00 საათზე;
გამარჯვებულ სკოლას სამინისტრო გაუკეთებს
თანამედროვე ახალი ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ დარბაზს ან მოედანს,
გისურვებთ წარმატებებს!