ევროპული კულტურული ინსტიტუტების კლუბი (EUNIC) საქართველოში 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ვიდეოკონკურსში „ჩემი ევროპული ენა“.
კონკურსანტებმა
უნდა გადაიღონ ორწუთიან ვიდეოკლიპი რომელიმე ევროპულ ენაზე, ატვირთონ Youtube-ზე და 2012 წლის 20 სექტემბრამდე გადააგზავნონ სახელი, გვარი და ვიდეოს შესაბამისი ბმული შემდეგ მისამართზე: edl@tilissi.goethe.org
გამარჯვებულთა
დაჯილდოება გაიმართება 26 სექტემბერს, ევროპული ენების დღეს, თბილისის ევროპის სახლში.