დაწყებითი და საბაზო საფეხურის არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეთათვის განკუთვნილი საგნის - „ქართული, როგორც მეორე ენა“ - სახელმძღვანელოებისთვის/სერიებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 2 ოქტომბრის №770და 25 დეკემბერის №955 ბრძანებების თანახმად, გრიფი მიენიჭა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეთათვის განკუთვნილი საგნის - „ქართული, როგორც მეორე ენა“ I-IX დონეების სასკოლო სახელმძღვანელოებს/სერიებს „ქართული ენა 1-9“.
გრიფირება 2013
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს 2013 წლის განმავლობაში გამოაცხადოს გრიფირება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი იმ საგნების სახელმძღვანელოებზე/სახელმძღვანელოს სერიებზე, რომლებზეც გასულ 2011-2012 წლებში გამოცხადებულ გრიფირებაზე კონკურსი ამა თუ იმ მიზეზით ჩაიშალა. ეს საგნებია:
1. გერმანული ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის;
2. ფრანგული ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის;
3. იტალიური ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის;
4. თურქული ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის;
5. ესპანური ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის;
6. ქართული ცეკვა - IV კლასი;
7. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - I კლასი;
8. სპორტი - I-VI კლასები;
განცხადება
დასრულდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის, ასევე, დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების პროცესი. ამ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ის სახელმძღვანელოები/სერიები, რომლებმაც გადალახეს გრიფირების წესით დადგენილი ქულობრივი ბარიერები და მიენიჭათ გრიფი.
დამხმარე ინსტრუქცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინგლისურ ენაში გრიფირებული VII-XII კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლებში გამოსაყენებელ სასწავლო მასალებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია სახელმძღვანელო. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი მიზანია სკოლის მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი სახელმძღვანელოებით. ამისათვის დადგენილი სპეციალური წესები ყველა პირობას ქმნიან დადგინდეს გრიფირებისათვის ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივი, მეთოდური და ტექნიკური თვალსაზრისით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №30/ნ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ (კოდიფიცირებული ვერსია)
გრიფირება 2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2012-2013 სასწავლო წლისთვის აცხადებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების პროცესს, რომლის მიზანია გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი სკოლის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიის შესაბამისობის დადგენა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მეთოდური, შინაარსობრივი და ტექნიკური შეფასება და გრიფის მინიჭება. განაცხადების შემოტანა იწარმოებს ყოველდღე 10:00 - 18:00 საათამდე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა).
საკონკურსო ერთეულები
გრიფირების განაცხადისა და სახელმძღვანელოს/სერიის მიღების ვადები საგნების მიხედვით
გრიფირების განაცხადი
სახელმძღვანელოს/სერიის ანკეტა
გრიფირების განაცხადის საინფორმაციო ბარათი
თანხმობის ხელწერილი
გრიფირების განაცხადის შემოწმების აქტი
ხარვეზის შევსების განაცხადი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასური
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი - სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი - BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში - GE66BG0000000344269500
საიდენტიფიკაციო კოდი - 202330566
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ სახელმძღვანელოს ავტორს/ავტორთა ჯგუფს ან საავტორო უფლების მფლობელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ცენტრს უნდა წარუდგინოს:
1. განაცხადი;
2. სახელმძღვანელოს/სერიის ანკეტა;
3. სახელმძღვანელოს/სერიის:
3.1 სრული, ფერადი ვერსიის ერთი ბეჭდური ეგზემპლარი, იმ ფორმით რა ფორმითაც კონკურსანტს წარმოუდგენია მისი დაბეჭდვა გრიფის მინიჭების შემთხვევაში;
3.2 ხუთი შავ-თეთრი ნაბეჭდი ეგზემპლარი და ამავე რაოდენობის ფერადი ელექტრონული ვერსია (ჩაწერილი CD/DVD-writer-ზე) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირება ან ხუთი ფერადი ნაბეჭდი ეგზემპლარი, რომლითაც, ასევე, გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირება;
4. გრიფირებისათვის წარმოდგენილ სახელმძღვანელოზე საავტორო უფლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საავტორო უფლების მფლობელის შემთხვევაში);
5. კონკურსანტი ფიზიკური პირის შემთხვევაში (თუ იგი ავტორია) მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი და ინფორმაცია, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
6. კონკურსანტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
7. სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასურის ცენტრის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. თანხმობები:
8.1 გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, ცენტრისათვის მისი გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემაზე;
8.2 გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის შემთანხმებელი კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის – „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში ცენტრისათვის მისი გამოყენების უფლებით განსაკუთრებული ლიცენზიით საავტორო უფლების გადაცემაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ;
8.3 სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლის წიგნი საჩუქრად გადასცეს შესაბამისი საგნის კლასის ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც მას სახელმძღვანელოდ იყენებს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმძღვანელო წარმოდგენილია მხოლოდ მასწავლებლის წიგნით.
გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა განაცხადი ერთდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი თითოეული სახელმძღვანელო განკუთვნილი უნდა იყოს საგნის ერთი კლასისთვის/დონისთვის;
2. წარმოდგენილი სერია განკუთვნილი უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი საგნისთვის საფეხურის ფარგლებში, ხოლო სპორტისა და უცხოური ენების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებისათვის - ამავე საფეხურების ფარგლებში;
3. სერიის წარმოდგენის შემთხვევაში გრიფის მინიჭებისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სერიის თითოეული სახელმძღვანელო.
განმარტებები გრიფირების განაცხადზე თანდართული დოკუმენტების სამართლებრივ მხარეებზე