არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის
30.06.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ
სანიკიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში „განათლება ყველასათვის
- საქართველოში“ შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებია: განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა
და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი; ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება; კონსულტაციისა
და ტრენინგის ცენტრი; სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი; სიქა - საგანმანათლებლო
ინიციატივების ქართული ასოციაცია; მოძრაობა
ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის. ხელშეკრულების ხელმომწერია ასევე საქართველოს პედაგოგთა
და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.
მემორანდუმის
ფარგლებშიმოხდება ზოგადი განათლების საკითხებზე
თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებასა და არასამთავრობო საზოგადოებრივ
ორგანიზაციებს შორის.
მემორანდუმის
მიზანია ზოგადი განათლების მდგრადი განვითარებს ხელშეწყობა, ზოგადი განათლებისა და
„განათლება ყველასათვის“ მიზნების მისაღწევად
- პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, ზოგადი განათლების განვითარების პოლიტიკის
დიალოგის წარმართვა, მონაწილეობითი მიდგომის განვითარება და ბენეფიციარების ფართოდ
ჩართვა ზოგადი განათლების სფეროში მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის პროცესებში
როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე.
ანალოგიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განათლების
სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალობას და მასში დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.