ქვეპროგრამის მიზანი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლების/მეურვეების ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა და მოსწავლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის ამაღლება.
პროგრამა განხორციელდება გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.
აქტივობები:
1. მშობელთა
გზამკვლევი -„მშობელთა
ვირტუალური სკოლა“
განათლებისა
და მეცნიერების
სამინისტროს ოფიციალურ
ვებ-გვერდზე
განთავსდება ბმული,
რომელზეც მოსწავლეთა
ცხოვრებაში მშობელთა
უკეთ ჩართვის
მიზნით შემუშავდება
მშობლის გზამკვლევის ელექტრონული ვერსია.
გზამკვლევში განთავსდება
განათლების ექსპერტებისა
და ფსიქოლოგების
რეკომენდაციები მშობელთათვის
მოსწავლის ცხოვრებაში
ჩართულობის მნიშვნელობის
შესახებ. განხილული
იქნება მოსწავლესა
და მშობელს
შორის ურთიერთობასთან
დაკავშირებული აქტუალური
პრობლემები და
მათი გადაჭრის
გზები.
მშობლები
ინფორმაციას მიიღებენ:
მოსწავლეთა
ასაკობრივი განვითარების
თავისებურებების, კრიზისული
პერიოდებისა და
მათი მართვის
სტრატეგიების შესახებ,
ინკლუზიური განათლების,
ჰიგიენის, არასაკმარისი
ძილის პრობლემის,
ზოგადად ცხოვრების
ჯანსაღი წესის,
დროის მართვის/განაწილების
პრობლემის, წიგნიერების ხელშეწყობის,
კლასგარეშე აქტივობების სწორი კომუნიკაციის,
ადიქციის პრობლემის,
ბულინგის, ნაადრევი
ქორწინებისაგან პრევენციის
და სხვ.
შესახებ, გათვალისწინებული
იქნება რეკომენდაციები
ახალბედა მშობლებისათვის,
პირველკლასელთა მშობლებისათვის და სხვა.
მშობელთა
გზამკვლევის შემუშავების
მიზნით შეიქმნება
სამუშაო ჯგუფი,
რომელიც პასუხისმგებელი
იქნება მის
შინაარსობრივ მხარეზე.
გზამკვლევი ითარგმნება
საქართველოში მცხოვრები
ეთნიკური უმცირესობების
ენებზეც.
გარდა
ამისა ბმულზე
ფორუმის ფორმატში
მშობლები ერთმანეთს
გაუზიარებენ მოსაზრებებს
აქტუალური, პრობლემური
თემების შესახებ.
მომხმარებლები გაივლიან
რეგისტრაციას. კომუნიკაცია
შედგება
ფორუმის (კითხვა-პასუხის)
ფორმით მშობლებსა და პროგრამის
ფარგლებში მომუშავე
ფსიქოლოგს შორის.
ბმული
იქნება პერიოდულად
განახლებადი და
ყველა მშობელს
მიეცემა სარგებლობის
საშუალება.
2. საჯარო
შეხვედრები მშობლებთან
მოსწავლეთა ადრეულ
ასაკში ბავშვთა
ქორწინება/იძულებითი
ქორწინების პრობლემის
შესახებ
ადრეული
ქორწინების პრევენციის
მიზნით, ქვეპროგრამის
ფარგლებში სამკაციანი
ჯგუფი (ფსიქოლოგი,
სამართალდამცავი, სოც.
მუშაკი) ჩაატარებს გასვლით
ღონისძიებებს, საჯარო
შეხვედრებსა და
ლექციებს იმ
რაიონის მშობლებთან,
სადაც განსაკუთრებით
ხშირად ფიქსირდება
ადრეული ქორწინების
ფაქტები.
გასვლით
ღონისძიებებამდე მოხდება სასაუბრო
თემატიკის განსაზღვრა და სამუშაო ჯგუფის გადამზადება. აღნიშნული აქტივობები განხორციელდება გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით.