ქვეპროგრამის მიზანი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უნიფიცირებული და ცენტრალიზებულად დაბეჭდილი სასკოლო ჟურნალებით უზრუნველყოფა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების (შემდგომში -საკლასო ჟურნალები) წარმოება.
2013-2014 სასწავლო წლამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საკუთარი ფინანსური რესურსების ხარჯზე უზრუნველყოფდნენ საკლასო ჟურნალების შესყიდვას.
2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წელს ქვეპროგრამის განხორციელებამ დაასაბუთა მისი მიზანშეწონილობა, ვინაიდან ჟურნალი უნიფიცირებული დოკუმენტია და იმისათვის, რომ სასწავლო წლის განმავლობაში არ მოხდეს საკლასო ჟურნალის ამოცვლა/გადაწერა და სხვ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მათი ბეჭდვა მოხდეს ცენტრალიზებულად. თითოეულ სკოლაზე გაცემულ ჟურნალს აქვს ორი დამცავი ნიშანი: ნუმერაცია და დამცავი ხაზი.