ქვეპროგრამის მიზანი - სკოლის მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციისა და აკადემიური მოსწრებისადმი პატივისცემის ამაღლება.
ბენეფიციარები -
საჯარო და კერძო სკოლის XII კლასის მოსწავლეები;
ქვეპროგრამის ფარგლებში 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოვლენილი წარჩინებული მოსწავლეები სამინისტროს მხრიდან დაჯიდოვდებიან ოქროსა და ვერცხლის სახელობითი მედლებით.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები რეგულირდება ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით (მუხლი 25), კერძოდ:
- მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
- მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
- პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.