„საზაფხულო სკოლების“ პროგრამა - 2015
2015 წ. „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება:
ქვეპროგრამის მიზანია - საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ინტეგრირება საერთაშორისო სივრცეში.
„ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების“ ქვეპროგრამა მოიცავს 2 აქტივობას: „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ და „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში“.
აქტივობა: ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2014-2015 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 600 მოსწავლისთვის ხორციელდება 3 კვირიანი ინტენსიური (არანაკლებ 20 საათი კვირაში) ინგლისური ენის საზაფხულო კურსი. თითოეულ ნაკადზე მონაწილეობას იღებს 200 მოსწავლე.
საზაფხულო სკოლის მოსწავლეების შერჩევა ხდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კონკურსების საფუძველზე.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა. ინგლისური ენის აკადემიური პროგრამა არის დიდ ბრიტანეთში აპრობირებული ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის კურსი. აქტივობა აგრეთვე ითვალისწინებს საზაფხულო სკოლის არააკადემიური პროგრამების შემუშავებას და სამუშაო-სასწავლო მასალებით უზრუნველყოფას.
აქტივობა: ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში
„ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ მონაწილე მასწავლებლების, ჯგუფის ლიდერების, უფროსი მასწავლებლისა და უცხოელი ექსპერტისაგან დაკომპლექტებული კომისია ქვეროგრამაში შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, საზაფხულო სკოლის 600 მონაწილიდან შეარჩევს 36 (12 მოსწავლე - თითო ნაკადიდან) საუკეთესო მოსწავლეს, რომლებიც 3 ნაკადად გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში, 2 კვირის ვადით. გამარჯვებული მოსწავლეების 2/3 უნდა იყოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები.
დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც განემარტებათ უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აგრეთვე, მიეცემათ რჩევები მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრების თავისებურებების, დიდ ბრიტანეთში გეოგრაფიის, კლიმატისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.
დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლ(ებ)ის შერჩევისას, გათვალისწინებულ უნდა იყოს მაღალკვალიფიციურ ინგლისურენოვანი პედაგოგები, უსაფრთხო გარემო, დაცვის მექანიზმი, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ხელმისაწვდომობა, აკადემიური და არააკადემიური პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობა.