ქვეპროგრამის მიზანია - თავისუფალი პიროვნების აღზრდის ხელშეწყობა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
„მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლის“ მონაწილეები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსების ან/და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის საუკეთესო შედეგების მქონე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2014 - 2015 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 90 მოსწავლე.
საზაფხულო სკოლასი მონაწილეები უზრუნველყოფილი არიან თემატური სასწავლო პროგრამებით, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ლიდერული უნარების განვითარებას (ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის წარმოება, გუნდური მუშაობა, პროექტების შემუშავება, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება და სხვა), ასევე პროგრამით გათვალისწინებულია დღის მეორე ნახევრის აქტივობებით (ექსკურსიები, სპორტული თამაშები, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები და სხვა).