
ქართულ-ესტონური
საგანმანათლებლო პროექტის - "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება
საქართველოს ბავშვებისთვის“ განხორციელებაში ჩართულია ესტონეთის
განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდი „ინოვე“, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდი.
პროექტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
პროგრამის ერთ-ერთი
კომპონენტია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერა დაწყებით საფეხურზე
(I-IV კლასები),
რომელიც განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მეშვეობით.
პილოტირებისთვის
შეირჩა თბილისის და რეგიონის 5 საპილოტე და 10 ქსელის სკოლა.
პროექტის ფარგლებში
სამუშაო შეხვედრა გაიმართა საპილოტე და ქსელის სკოლების დირექტორებთან. ისინი დეტალურად
გაეცნენ ესტონურ პროექტს და მის სამოქმედო გეგმას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება
შემდეგი აქტივობები:
- სკოლის
მენეჯერების გადამზადება;
- დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადება ახალი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
- შერჩეული სკოლების საჭიროებების კვლევა და მათთვის რეკომენდაციების
მომზადება;
- საპილოტე და ქსელის სკოლებთან პერმანენტული კომუნიკაცია
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვის, შესაბამისი
სასწავლო რესურსების მომზადების და შემდგომ - მონიტორინგის კუთხით.
ამავე პროექტის
ფარგლებში 13-17 მაისს დაგეგმილია 15-ვე სკოლის დირექტორის სასწავლო ვიზიტი ესტონეთში,
სადაც მათ ჩაუტარდებათ მასტერკლასები, მოინახულებენ ტალინის სკოლებს, ადგილზე გაეცნობიან
სკოლის მართვისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის პრინციპებს და დაგეგმავენ მათთან შემდგომი
თანამშრომლობის გზებს.