Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
18/09/2012
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
18/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობას იწყებს. დღეს, ახალი სკოლის მშენებლობას იმერეთის რეგიონში ჩაეყარა საფუძველი. ვანის რაიონის სოფელ ზემოვანში თანამედროვე სკოლა 2013 წელს ამოქმედდება.
17/09/2012
საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და  ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი სკოლა კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში გახსნა.
17/09/2012
საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. საქართველოს მასშტაბით 11 ახალი სკოლა აშენდა და 527 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაიხსნა 83 ”მომავლის კლასი”.
15/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები.
14/09/2012

2012 წელს საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ მოეწყო. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი  „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება.

14/09/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს“ Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

13/09/2012
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი სრულდება.
12/09/2012

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, IV და V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ნაცვლად 15 სექტემბრისა, 20 სექტემბერს დასრულდება, რაც ყველა მსურველს მისცემს საშუალებას დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.

12/09/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანში მშენებარე პროფესიულ კოლეჯში იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. პრეზიდენტმა მათ განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ქვეყანაში დაინერგება.
12/09/2012
სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჭიათურის მასწავლებლებს შეხვდა. ხატია დეკანოიძემ ჭიათურის მე-3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო და ასევე, ადგილობრივ მასწავლებლებს მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
10/09/2012
მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში (3 სავალდებულო და 1 არჩევითი საგანი) გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვთ გააკეთონ ხელახალი არჩევანი და შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით მოხვდენენ უმაღლეს სასწავლებლებში.
10/09/2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან განათლების სისტემის წარმომადგენელებზე თავდასხმები გრძელდება. მათი მხრიდან ადგილი აქვს როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების დაშინებას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თავად პარტიის ლიდერი პედაგოგებს დასჯითა  და დაკავებით ემუქრება.
08/09/2012

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და  მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ.

08/09/2012
როტარი კლუბი “Tbilisi International” (www.rotary.ge) 2009 წლეს შეიქმნა და მსოფლიოს როტარიანული კლუბების სისტემის, რომელიც დღეისათვის 34 000-ზე მეტ კლუბს ითვლის, სრულუფლებიანი წევრია. მოძრაობის პრინციპია ნებაყოფლობითი მონაწილეობა დახმარების აქციებში მსოფლიო მასშტაბით.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >