VII, VIII, IX კლასების
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა
ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის
ექსპერტებთან ერთად, სამოქალაქო განათლების
სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.
თანამშრომლობის ფარგლებში
გარდა სტანდარტზე მუშაობისა, გათვალისწინებულია საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების
მომზადება მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის; ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების
ჩატარება 15 საპილოტე სკოლაში შემდეგ საკითხებზე: ბავშვის უფლებების დაცვა, ურთიერთობა
პოლიციასთან, სასამართლოსთან, როგორ უნდა მიმართოს მათ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს
და ა.შ.
აღნიშნული აქტივობები
განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით
არსებული პროექტის - მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისთვის - ფარგლებში.