ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა. სტიპენდია მოიცავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB Diploma Programme) ორწლიანი პროგრამისა და განთავსების ხარჯების დაფინანსებას. ხელმისაწვდომია ოცდაათამდე სტიპენდია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართელო, სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენელი 16-17 წლის ახალგაზრდებისათვის.
ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებითი იქმნება, რომელიც პირველ ეტაპზე, კერძო სკოლის - "ახალი სკოლა" ბაზაზე იმუშავებს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი, საქართველოს დროით 12:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, იხილეთ მიბმულ ფაილში და შემდეგ ვებგვერდზე: http://www.newschoolgeorgia-app.com