საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საჯარო სკოლების შენობების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე 2010 წლის 20 აპრილს №79 გაზეთში ,,24 საათი’’ გამოქვეყნებულ განცხადებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
განცხადების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი ლოტი:
ლოტი №2 თბილისის №55 (ბაგები) საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 55 233 (ორმოცდათხუთმეტი ათას ორასოცდაცამეტი) ლარი;
განცხადების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მიწოდების სავალდებულო ვადაა №1 ლოტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 კალენდარული დღე, №2 ლოტზე არაუმეტეს 90 კალენდარული დღე;
ამოღებულ იქნას განცხადების მე-15 მუხლი;
განცხადების მე-18 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები საკვალიფიკაციო შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება, თუ დაზუსტება არსებითად ცვლის წარმოდგენილი სატენდერო წინადადების შინაარს და ფასს.