1. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” საქართველოს პრეზიდენტის
ნაციონალური მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია” დაფინანსების ფარგლებში აცხადებს საერთაშორისო ტენდერს
საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე და
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
იხილეთ ლოტები, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდება
შესყიდვა2. მიწოდების ადგილია შესაბამისი საჯარო სკოლები;
3.
დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო
წინადადება, ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, (ერთი დედანი, ორი ქსეროასლი
ერთ დალუქულ კონვერტში) და სატენდერო საფასურის გადახდის დამადასტურებელი
ქვითარი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 21ივნისს 11:00 საათიდან 15:00
საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. №68,
სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი №12. სატენდერო საფასურის ოდენობა
შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ს.ს ,,ბანკი
რესპუბლიკა’’, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101757, მიმღები:
ს.ს.ი.პ. ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო’’, მიმღების ანგარიშის №10591718543 (სატენდერო საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის
გადახდის დანიშნულებაში უნდა იყოს მითითებული ზემოაღნიშნული ტენდერის
დასახელება);
4. წარმოდგენილი პაკეტები გაიხსნება 2010 წლის 21
ივნისს 15:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. 68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო №ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტო", მესამე სართული, ოთახი №14.
5. საკვალიფიკაციო
მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1
იურიდიული პირისათვის:
- ა) ცნობა სასამართლოდან რომ მის მიმართ
არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ბ) ცნობა საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ
არსებობის შესახებ;
- გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დ) ცნობა,
რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა
საგადასახადო ინსპექციიდან)
5.2. ფიზიკური პირისათვის:
- ა)
ცნობა მისი ქმედუნარიანობის შესახებ (ცნობა შებამისი უფლებამოსილი
დაწესებულებიდან);
- ბ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს
გაკოტრების საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოდან).
5.3. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:
- ა)
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (ფიზიკური პირის
შემთხვევაში: მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები პირადობის დამადასტურებელი
შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, საბანკო
რეკვიზიტები. იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სრული სახელწოდება,
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი,
შესაბამისი უფლებამოსილი პირის –სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის მონაცემები პირადობის დამადასტურებელი
შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი, ტელეფონი, ფაქსი,
საბანკო რეკვიზიტები);
- ბ) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების
ხარჯთაღრიცხვა რომელშიც ასახული უნდა იყოს:
- ბ.ა. სამშენებლო და
სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;
- ბ.ბ.
შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;
- ბ.გ. სხვა
გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ბ.დ.
დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები,
მოგების პროცენტი და დღგ);
- გ) ინფორმაცია
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ
(გეგმა-გრაფიკი);
- დ) ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმებისა და პირობების
შესახებ;
- ე) ინფორმაცია ანალოგიური სამშენებლო-სარეაბილიტაციო და
სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილების შესახებ.
შენიშვნა:
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოები, მოცულობით არანაკლებ 300
000 ლარის ოდენობისა, აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
თითოეულ შესრულებულ სამუშაოზე დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი
დადასტურება (ორიგინალი), მასზედ, რომ შემსრულებელმა ჯეროვნად და
ხარისხიანად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სამშენებლო სამუშაოები,
ამასთან რეკომენდაციის ტექსტში სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა იყოს
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ნომერი და ღირებულება.
- ვ)
ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ (ცნობა შესაბამისი საგადასახადო
ორგანოდან);
- თ) ცნობა მომსახურე ბანკიდან საბანკო ანგარიშზე ყადაღის
(ინკასოს) არარსებობის შესახებ;
- ი) ინფორმაცია შესაბამისი
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
6. უცხო ქვეყნის ფიზიკური ან
იურიდიული პირებისათვის ზემოაღნიშნული ცნობები წარმოდგენილი უნდა იყოს
შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებებიდან.
7. სატენდერო
დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ ენაზე. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა
შესაძლებელია განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2010 წლის 18 ივნისს 18:00
საათამდე. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველმა 150
(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს
სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე შემდეგ ანგარიშზე: ბანკი:
სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: 220101222, ანგარიშსწორების ანგარიში:
200122900, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: №302007700, გადახდის
დანიშნულება – სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს” სატენდერო მოსაკრებელი, დამატებითი ინფორმაცია:
სამშენებლო სამუშაოების ტენდერი (ორგანიზაციული კოდი 0304). დაინტერესებულ
პირებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შეეძლებათ სატენდერო
დოკუმენტაციის გატანა მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. №68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტო", მესამე სართული, ოთახი №12.
8. ტენდერში მონაწილეობის
მსურველ პირებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, შეუძლიათ გაეცნონ
სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში;
9.
პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
10.
ტენდერში ლოტების მიხედვით შესაძლებელია რამდენიმე გამარჯვებულის
გამოვლენა;
11. ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების
უზრუნველყოფის გარანტია 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით
უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადდების მოქმედების ვადას.
12.
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისას
გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია,
ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
13. ტენდერში არ
გამოიყენება პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარმოდგენისა და
კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი.
14. დაგვიანებით შემოსულ
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სატენდერო
წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს.
15. ტენდერში
მონაწილეობა დასაშვებია სუბ-კონტრაქტორების საშუალებით, რომლებზეც ასევე
წარმოდგენილი უნდა იქნეს განცხადების მე-5 პუნქტით მოთხოვნილი შესაბამისი
საკვალიფიკაციო მონაცემები.
16. სატენდერო წინადადებები შეფასდება
განსხავებული მეთოდის გამოყენებით.
18. პრეტენდენტების მიერ
წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები
საკვალიფიკაციო შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება, თუ
დაზუსტება არსებითად ცვლის წარმოდგენილი სატენდერო წინადადების შინაარს და
ფასს.
19. განცხადების მე-5 პუნქტში მითითებული ცნობები გაცემული
უნდა იყოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ;
20.
სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა არ უნდა იყოს სატენდერო
წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან 30 დღეზე ნაკლები. აღნიშნული
ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.
21. დამატებითი
ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: ქ. თბილისი,
საქართველო, დ. უზნაძის ქ. №68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო", მესამე სართული, ოთახი №12.
სატენდერო
კომისიის აპარატი საკონტაქტო პირი მურთაზ სიჭინავა, ტელ: 91 05 52 (108)