საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს
9 რეგიონის საჯარო სკოლებში” პროექტის დაფინანსების ფარგლებში, ამავე პროექტის 10 სამიზნე
საჯარო სკოლაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით, განმეორებით
ჩატარებული ტენდერი 2010 წლის 19 მაისს უარყოფითი შედეგით დასრულებულად გამოცხადდა
”სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების
წესის შესახებ” დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ
პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება
არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.