იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია NTT Security-ის ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევით პროცესში ჩაერთვებიან
27.11.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის NTT Security-ის აღმასრულებელ
დირექტორს კაზუ იოზავას შეხვდა.
მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად
გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
კაზუ იოზავამ მზაობა გამოთქვა რომ NTT Security
- ის წამყვანი სპეციალისტები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევით პროცესში.