Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
30/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს საქართველოს სახელმწიფო  აგრარულ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
29/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს  გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოქროს მედლები  თბილისის საჯარო სკოლის 231 მოსწავლეს  გადასცა. სულ საქართველოს მასშტაბით 2010-2011 სასწავლო წლისთვის  877 ოქროს და 1122 ვერცხლის მედალოსანია.
29/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამოცდების მედიაცენტრი გახსნა. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
29/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების 231 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა.
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.
28/06/2011
სამწუხაროდ, ერთ-ერთი მედია საშუალების მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სერთიფიცირებულ პედაგოგთა საათობრივი განაკვეთის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის №576 ბრძანების თანახმად სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყველა სერთიფიცირებულ პედაგოგს მისცეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი.
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  დიმიტრი შაშკინმა ეროვნული პროფესიული საბჭოს  გაფართოებული სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სოციალური პარტნიორობის თემაზე  გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ:  სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ.
27/06/2011
რვა მილიონი ლარი დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი  შაშკინმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
27/06/2011
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების’’ სწავლება დაიწყება. ახალი საგნის 1600 პედაგოგი გადამზადებას შინაგან საქმეთა აკადემიაში გაივლის, სადაც სპეციალურად მათთვის  სახელძღვანელო დაიწერა.
27/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი იწყებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგებს მასწავლებელთათვის და სკოლების ადმინისტრაციისთვის.
26/06/2011

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“  უმასპინძლა.

25/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორი,  პროფესორი გიგი  თევზაძე ბაკალავრების  გამოსაშვებ  საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
25/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის სწავლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია  თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ინგლისური ენის წარმატებულ სწავლებას მიეძღვნა და მასში თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
24/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე  სასწავლო დაწესებულებების მანდატურთა მიერ სპორტული ნორმატივების ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >