Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
03/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
02/06/2011
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.
02/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ  თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს  საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.
02/06/2011
სამინისტროს დაკვეთით, კომპანია ,,მაგთიკომმა’’ ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი შექმნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ,  ,,მაგთიკომის’’ გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ და კომპანია ,,მაგთიკომის’’  მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
01/06/2011
ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
01/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ბავშვთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
01/06/2011
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა  და  სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, ბავშვთა საერთაშორისო დღე  ქუთაისის გაბაშვილის სახელობის პარკში გაატარეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მოზარდებმა და მანდატურებმა არაერთ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუზიარეს.
31/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ისტორიის პედაგოგების სემინარს დაესწრნენ.
30/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო წლის დამამთავრებელ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
30/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „საქართველოს ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის“  იურიდიული და ფინანსური საქმიანობა შეისწავლა, რის შედეგად  დარღვევები გამოვლინდა.
30/05/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახი დაათვალიერა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების  მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებიან.
28/05/2011
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2011 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს  დაესწრნენ.
27/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ესპანური ენის საგობრივ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა.
27/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო თემაზე ”გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში”.
25/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  კოკა სეფერთელაძე სპორტკომპლექს ”ირაოს” სტადიონზე ”სკოლბურთის” ფარგლებში გამართულ თამაშებს დაესწრო. ხუთი საუკეთესო გუნდი, რომელიც დღეს გამოვლინდა, დასკვნით ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ფინალური ტური ბათუმში  ივნისის ბოლოს ჩატარდება.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >