Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
25/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მას-მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის  მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა იყო.
24/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდების პირველი  დღის შედეგებზე  ბრიფინგი გამართეს.
23/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების  მიმდინარეობას სკოლების გარდა, სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით აკვირდება.
23/05/2011
მეთორმეტე კლასელები წელს პირველად საატესტატო გამოცდებს კომპიუტერების საშუალებით აბარებენ. გამოცდა 8 საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება.
22/05/2011
გამოსაშვები გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა  გამოსაშვები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
22/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს” ეწვია. მინისტრი სასწავლო პროცესს, პრაქტიკულ ლაბორატორიებს და იმ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.
22/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრნენ.
22/05/2011
„დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ აქციის  ფარგლებში  გორის სკოლის მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოებში კედარების  ნერგები დარგეს.
21/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ.
21/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის აცხადებს ფოტო კონკურსს, „მე ვამაყობ...“
21/05/2011
სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი საჯარო სკოლა შენდება, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა. მინისტრმა მიმდინარე სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისა და მშენებლებისაგან  მიიღო.
21/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფლებში კოკი და ორსანტია რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა. ორივე სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სწორედ სანაპირო ზოლი ჰყოფს მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისაგან.
21/05/2011
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ზემო ნიქოზისა და მიმდებარე სოფლების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ტრენინგს უტარებს.
20/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა  მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა პროფესიულ განათლებაზე გამართული ფოტოკონკურსის ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” მონაწილეები დააჯილდოვეს.
20/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ”ევროპულ სკოლაში” თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >