Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
21/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
21/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ ტურიზმის მიმართულებით დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტები წარადგინეს.
20/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ   თბილისის №198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
19/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №161 საჯარო სკოლაში ”თვალის სნეულებათა კლინიკა  მზერას”  მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა.
18/04/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის  სოფელ ტაძრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ახლი საჯარო სკოლა გახსნა. პრეზიდენტმა სკოლების რეაბილიტაცია  და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში  ინტენსიურად მიმდინარეობს.
17/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო. 2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას.
16/04/2011
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ყოველთვიურად სკოლებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციები   მოეწყობა. მასში მონაწილეობას სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, პედაგოგები და  კურსდამთავრებულები (მათ შორის ცნობილი) მიიღებენ.
15/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა  ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ლამაზი დღე აჩუქა. ცენტრის ინიციატივით,  სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები თბილისში ერთი დღით ჩამოვიდნენ.
15/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის (IT)  40-მდე წარმატებულ კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა, ყველა მათგანი უკვე დასაქმებულია. ღონისძიებას იმ კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სადაც კურსდამთავრებულები მუშაობენ.
15/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის  შედეგები გამოაცხადეს.
15/04/2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან,  კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
14/04/2011
დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტების, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს და ღვაწლმოსილ მეცნიერებს შეხვდა.
13/04/2011
საატესტატო გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. საცდელი საატესტატო გამოცდა  ამჯერად, ისტორიასა და გეოგრაფიაში ტარდება.
13/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროფესიულ განათლებაზე ფოტოკონკურსის პრეზენტაცია გამართა.
12/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >