Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
19/03/2011
ზუგდიდისა და ფოთის  სკოლის  მანდატურებმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოში  სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება, ჩაბარებული სისხლის გამოყენება შეეძლება ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს.
19/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
18/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის ახალ, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში.
17/03/2011
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ ტესტებთან დაკავშირებით, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, გამოცდების მოახლოებასთან ერთად პრესის ჯიხურებში გამოჩნდა პერიოდული გამოცემები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოსაშვები თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის "მოსამზადებელ ტესტებს" სთავაზობს (,,აბიტურიენტი", ,,სასკოლო ტესტები" და სხვ).
17/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა.  პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით სამინისტროს  ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა.
16/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი (IT) მოინახულა. IT ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება
15/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერები მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისის №72 საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბების პრეზენტაციას დაესწრნენ. კლუბები  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
15/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში  ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის (ჯუს)’’ პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.
15/03/2011
საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge-მ ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ მომხამრებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.  კითხვაზე თუ „რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?“ - 10500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა უპასუხა და გამოკითხვის შედეგად შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებლებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელო „ბიოლოგია“ წარუდგინეს.
13/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
12/03/2011
თბილისის №157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ირინე ქურდაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
11/03/2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად ამჯერად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯს  ,,მოდუსი“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

11/03/2011
გამოყენებითი და ტექნოლოგიური კვლევების შემდგომი ხელშეწყობისთვის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ კონკურსს აცხადებს. გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნა.
10/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  რექტორმა  არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ს რეაბილიტირებული  სააქტო დარბაზი გახსნეს

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >