Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
01/03/2011
სკოლის მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ტექნიკური ინოვაციებით დაინტერესებისა და ჩართულობის მიზნით, სამინისტრო აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.
01/03/2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. 2011 წლიდან  საქართველოში კვალიფიციურ მასწავლებელთა მეოთხე ჯგუფი  ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუმინეთიდან და  ირლანდიიდან ჩამოვიდა.
28/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
28/02/2011
სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა განახლებული ქუთაისი დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება  სკოლის მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
27/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა განახლებული ჟურნალ ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გამართეს.
26/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბადრი იაკობაძის 4 შვილიან ოჯახს ესტუმრა და  ენერგო ვაუჩერები გადასცა. დიმიტრი შაშკინმა თავის კუთვნილ ვაუჩერთან ერთად, სოციალურად დაუცველ იაკობაძეების ოჯახს მინისტრის მოადგილეების კუთვნილი ენერგო ვაუჩერებიც მიუტანა, რითაც ოჯახი გარკვეულ  შეღავათს მიიღებს.
26/02/2011
სკოლის მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა.
25/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ანალიტიკური ესეების კონკურსის ”25 თებერვალი და 8 აგვისტო - ისტორიული პარალელები” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
24/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გორის უნივერსიტეტის ის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, სადაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე სწავლობენ და 15-მდე პროფესიას ეუფლებიან.
24/02/2011
“ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” წარუდგინა.  
23/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ირინე ქურდაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ ლექცია/დისკუსიას დაესწრო.
23/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.
22/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის №60 საჯარო სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა და სკოლას საჩუქრად საყმაწვილო ლიტერატურის კრებული გადასცა.
22/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის მე-6 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებთან ერთად ოკუპაციის მუზეუმი  დაათვალიერა.
21/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის  1 მარტიდან  15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში  პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >