Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
27/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა  თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებთან გაიმართა. სკოლებში სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარეები მონაცვლეობით აირჩევიან საბჭოს შემადგენლობაში მყოფი მშობლებისაგან, პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან.

26/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა  სამინისტროს უკანასკნელი 3 თვის მუშაობა შეაჯამა. მან განვლილ პერიოდზე ჟურნალისტებს დეტალური ანგარიში ჩააბარა და 2013 წლის განსახორციელებელ სიახლეებზე ესაუბრა.

26/12/2012
სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.
26/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს,  USAID-ის და ორგანიზაცია ,,Save the  Children“-ის დახმარებით ინკლუზიურ განათლებაში ორ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს - ყრუთა განათლების რეფორმა და საუნივერსიტეტო კომპონენტის გაძლიერება.
25/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმ პირთა დავების განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემიდან  მათი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო   მოხდა. დღეს, კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

25/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
25/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

24/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს.
21/12/2012

2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და სრულყოფაზე:

  • მომავალი წლის ბიუჯეტი  61 700 მლნ ლარით გაიზარდა (2012 წ.- 608 300 მლნ. ლარი; 2013 წ.- 670 000 მლნ. ლარი);
  • 2013 წლის პირველადი საბიუჯეტო პროექტი  ოპტიმიზაციის მიზნით გადაიხედა. განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რესურსიდან დაახლოებით 35 მლნ ლარი  იქნა მობილიზებული.
21/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა  კონფერენცია გახსნენს.
21/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯემალ შენგელიას, გიორგი კობახიძეს, სერგი ჩალაურს, საბა ხარაბაძეს, გიორგი გონაშვილს, ჯიმშერ სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ფულადი ჯილდოები გადასცა.
20/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული კონცეფციის განხილვა მოეწყო.
19/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა თბილისის სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრ მშობლებსა და მშობელთა კომიტეტის წევრებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
18/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, თსუ-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის 40-მდე პროფესორს შეხვდა.
18/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით პროექტი ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >