Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
15/02/2011
დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა   ოქსფორდის უნივერსიტეტის, კერძოდ, ტრინიტი კოლეჯის პრეზიდენტთან სერ აივორ რობერტსთან და და მის მეუღლესთან ამავე კოლეჯის დეკანთან, ვაიდენფელდის სტიპენდიების კურატორთან ლედი ელიზაბეტ რობერტსთან  შეხვედრა გამართა.  
15/02/2011
2011 წლიდან  საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად საქართველოში კვალიფიციურ მასწავლებელთა მესამე ჯგუფი  ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და  ნორვეგიიდან ჩამოვიდა.
14/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ერთადერთი ოლიმპიადა, რომელსაც  სამინისტრო ატარებს  არის  ეროვნული ოლიმპიადა. ეროვნულ ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით. დანარჩენი ყველა ოლიმპიადა არის კერძო ინიციატივა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ არის ჩართული მის განხორიცელებაში.
14/02/2011
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა   და ამ საგნებით მოსწავლეთა  დაინტერესების მიზნით, თანამედროვე  სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი გრძელდება.
13/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში ლონდონის ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა, სადაც დაესწრო ქართულის გაკვეთილს და მოსწავლეებს ქართული წიგნები გადასცა.
12/02/2011

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის   სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს და  საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა  სტუმრებს  თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს. საკუთარი შესაძლებლობები კი მოზარდებმა სიმღერითა და ლექსებით  წარმოაჩინეს.

11/02/2011
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.
11/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
10/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა  თბილისსა და ბათუმს შორის განხორციელდა.
10/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა თბილისის №52 საჯარო სკოლაში   პროექტის  „ჩემი უფროსი მეგობარი“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტი გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.
10/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ  ”ქართული კალიგრაფიის კონკურსთან” დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
09/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი  შენობა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან  დაიწყებს.
08/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ ფოტოგამოფენას გაეცნო.
08/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების  აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო.
07/02/2011
თბილისის №203  ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში  ქართული ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >