Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
19/12/2010
სკოლის მანდატურებმა და პარლამენტის წევრებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცეს. მანდატურებმა და სტუმრებმა  მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.
18/12/2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება.

18/12/2010
პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, თბილისის 64-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის ფეხბურთში შიდა   სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
17/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები ქ. ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლას ეწვივნენ 
17/12/2010
17 დეკემბერს თბილისის 24-ე საჯარო სკოლას დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს მოსწავლეები ეწვივნენ. ღონისძიება განხორციელდა პროექტის -”განსხვავებული დღე”- ფარგლებში.
17/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს.
16/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ფარგლებში, წალენჯიხის №2 საჯარო სკოლის მოხალისე უცხოელი პედაგოგის ჯენიფერ სმიტის ინიციატივით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი შეიქმნა, რომელშიც სკოლის X-XII კლასელები გაერთიანდნენ.
16/12/2010
თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ”ნეტბუქები პირველკასელებისთვის” პროგრამის ფარგლებში,  1 ექსპერიმენტალური,  №53-ე,  წეროვანისა და სოფელ დიღმის საპილოტე საჯარო სკოლების 21 პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტრენინგებს გადიან.
16/12/2010
თბილისის №51  საჯარო სკოლაში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორის აღსაყდრების 33 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა „ძლევამოსილი ღვთისაგან“
16/12/2010
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ახალციხის №7 სკოლა-პანსიონს ეწვივნენ, სადაც  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 34 მოსწავლე სწავლობს.
15/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
15/12/2010
გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე მსოფლიოში აღიარებული განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (აშშ) სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს.
15/12/2010

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტ ”წიგნის მეგობრის”  ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე №51-ე საჯარო სკოლის მეორეკლასელებს შეხვდა

14/12/2010
გრძელდება პროექტ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებელთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესი, დიდია უცხოელთა დაინტერესება ქართული კულტურით, საქართველოს ისტორიითა და ხალხური შემოქმედებით
14/12/2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რუსთავის №21  საჯარო  სკოლაში  მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >