Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
23/10/2010
პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულ 100-მდე ინგლისურენოვან  მასწავლებელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრმა უმასპინძლა.
22/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ლატვიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა. უცხოელი კოლეგების ორდღიანი ვიზიტის მიზანი, მენტორობისა და მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
22/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  კომპანია ”ინტელის”  ვიცე პრეზიდენტი,  ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალური მენეჯერი ჯონ დევისი და რეგიონალური მენეჯერი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე  დიმიტრი კისელი.
22/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს  ლისბეტ რუგტვედტს შეხვდა.
21/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა პირველად განათლების სისტემაში ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები შეიმუშავა.
21/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა  „ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
21/10/2010
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასწავლო დაწესებულებას ეწვია და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
20/10/2010
ნატოს კვირეულის ფარგლებში საჯარო სკოლებში ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
20/10/2010
კონფერენციას ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საზოგადოების როლი’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრმა დამსწრეებს მოხსენება თემაზე ,,ინვენსტირების განხორციელება საქართველოს ადამიანურ კაპიტალში’’ წარუდგინა.
19/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  გაფორმდა.
19/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია წაუკითხეს.
18/10/2010
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძემ  ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი  წარადგინა.
18/10/2010
სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ თბილისის №45 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
17/10/2010
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ტრენინგი მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და ჯამში იმ   სკოლების  ასათი მასწავლებელის  გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც პირველკლასელებს ნეტბუკების საშუალებით ასწავლიან.
16/10/2010
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“ ერთად ფარგლებში,  საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მოხალისე პედაგოგებთან გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >