Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
12/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით  ბრიფინგი გამართეს.
10/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს მთავარი პროკურორორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მთაწმინდის პარკში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და კონკურსში  ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” გამარჯვებული ნახატების ავტორები  დაასაჩუქრეს.
09/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
09/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლის მოსწავლეები მოინახულა. ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, წყნეთში 130 მოსწავლე  დასვენებასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებს და კულტურულ ღონისძიებებშია ჩართული.
08/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა, აქვე  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლის 50 პირველკლასელსა და მათ მშობლებს ნეტბუქი ”ბუკი” წარუდგენა.
07/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებასთან დაკავშირებით  საგამოცდო ცენტრს ეწვია, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და პირველი გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.
07/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
07/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საჯარო სკოლების 150-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
06/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრო. საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესზე დაკვირვების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც  მიეცათ.
06/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
05/07/2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ  თსუ-ს  მაღლივი კორპუსის  გარემონტებული მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსები დაათვალიერეს. 
05/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას აბარებდნენ. 5-6  ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა მეორე გამოცდის (ზოგად უნარებში)  პირველი სესია დაიწყო.
03/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური მოსწავლეთა  საფეხბურთო ტურნირის - ”სკოლბურთი”  ფინალისტებს შეხვდნენ.
02/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ “თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის”  I და II ადგილზე  გასულ სტუდენტებს ნოუთბუქები გადასცა.
02/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგებს შეხვდა. მისიტრმა მათ  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასკოლო ჟურნალის  პრეზენტაცია წარუდგინა

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >