ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო წლის დამამთავრებელი საზეიმო ღონისძიებები
გაიმართა. ”სპორტისა და დაჯილდოვების
დღე” ბაქსვუდის
სკოლაში ტრადიციულად ყოველწლიურად
იმართება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტრადიციულად,
თბილისის
№202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მივიდა და მოსწავლეებს საჩუქრები მიუტანა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული
სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველს სამეცნიერო
საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციის სხვა
წევრებს შეხვდნენ.
მანდატურები და სამტრედიის სკოლა-პანსიონის
აღსაზრდელები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო
დღეს უკვე მეორე წელია რაც ერთად
აღნიშნავენ. სამტრედიის სკოლა-პანსიონის
მოზარდები და მანდატურები
დღეს სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად
შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები. შეხვედრას იმ სკოლის
დირექტორებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსწავლეებმაც გამოსაშვებ გამოცდებზე
განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები
გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა
გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა
დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აცხადებს, რომ სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის
მიერ გაკეთებული განცხადება სპეციალური სერიის
სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან
დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღეს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი განათლების სისტემის წარმომადგენლებს წარუდგინა.
2012 წლის 4 ივნისს
პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის
მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
ხელახალი რეგისტრაცია იწყება. საიტზე www.summerjob.ge რეგისტრაცია დილის 9 საათიდან
იქნება შესაძლებელი.
30 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბოლო, მათემატიკის გამოცდას
აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
გამოცდების მიმდინარეობას კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლაში აკვირდებოდა.
ხვალ 12 საათზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ახალ ხელმძღვანელს წარადგენს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გააკეთა.
ქიმიის გამოცდის შემდეგ მეთორმეტეკლასელები
დღეს ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი დილიდანვე თბილისის მე–60 საჯარო სკოლაში მივიდა და საატესტატო
გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდა.
აშშ–ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების მართვის პროექტის
ფარგლებში განათლების მართვის საკითხებზე მეორე წლიური კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.