Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
14/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
14/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის შექმნილი I და II კლასების მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა.
12/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი სტრუქტურა - სასკოლო ოლქი იქმნება, რომელშიც რამდენიმე სკოლა შევა. ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება.
11/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის  წარსადგენად, დაინტერესებულ მხარეებთან რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
11/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე დღეს, დუშეთის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ და ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესში ახალი წლიდან განხორციელდა.
09/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გურიის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებსა და მშობლებს შეხვდა.
08/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 მარტს ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მანდილოსან პედაგოგებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

 

07/03/2013
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამი პედაგოგის მიმართ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა.  ამ ეტაპზე სკოლის დირექტორის მიერ სამივე პედაგოგი უკვე აღდგენილია.
07/03/2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და GIZ-ის ”კერძო სექტორის განვითარება საქართველოში” პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტორმა იორგ ოელშლეგერმა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ”აისი” ღვინის ლაბორატორია გახსნეს.

 

06/03/2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის  მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვება პირველის იმ 34 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც რუსთავის მე-2, მე-11 და მე-16 საჯარო სკოლებში სწავლობენ და რომელთაც დღეიდან  სასკოლო ავტობუსი  ემსახურებათ.

04/03/2013
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები შედიან.
02/03/2013
საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში პირველი ორგანიზაციული გენერალური ასამბლეა გამართა. ასამბლეაში 35 მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
01/03/2013
განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრებს აგრძელებს.
01/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე 30 პირველადი მომართვა განიხილეს.
27/02/2013
საჯარო სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >