Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
06/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრნენ.
05/03/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პროფესორ-მასწავლებლები ლექციებს საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში წაიკითხავენ.
05/03/2012
საქართველოს პრეზიდენტის ინიციტიავით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროები სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალ პროგრამებზე იწყებენ მუშაობას.
04/03/2012
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №39, №74 საჯარო სკოლებისა და  №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები საქართველოს  კინოსა და თეატრის ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებმა  მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონანტები დაათვალიერეს.
04/03/2012
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური შაბათს, 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყო - 2012 წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდა თეორიულინაწილისა სასწავლო ლაბორატორიებში პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ.
03/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი 171-ე საჯარო სკოლის ქიმიის სერტიფიცირებულ მასწავლებელს, დამსახურებულ პედაგოგს, მზია კვინტრაძეს სახლში ეწვივნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
03/03/2012
3 და 4 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ი იმართება, სადაც ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუტები მათ სტანდარტებზე, კურსებზე, საცხოვრებელ პირობებსა და დამატებით აქტივობებზე სრულ ინფორმაციას წარმოადგენენ.
02/03/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტი სტუდენტებს ქვეყნის ახალ გამოწვევებზე ესაუბრა და უმაღლესი განათლების კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო.
02/03/2012
თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხულ მოსწავლესთან მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მენიერების სამინისტროში  ბრიფინგი გაიმართა.
02/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა.
01/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება
01/03/2012
განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა.
29/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიებს გაეცნო და ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი ხიზანიშვილთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.
29/02/2012
ახალგაზრდები, ენერგიულები, გამბედავები - ეს სამი სიტყვა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებს ქართულს ასწავლიან.
28/02/2012
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში  კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა, სადაც რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია. ლაბორატორია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >