Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
23/02/2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების  მანდატურებმა  და კომპანია „ლუკოილ ჯორჯიამ“ ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
22/02/2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს.
22/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს.
22/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
22/02/2012
”კავკასიის უნივერსიტეტის” 450  პირველკურსელს “თიბისი ბანკის” სათაო ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ნეთბუქები გადაეცათ. კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი ამ საჩუქარს უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად იღებს.
21/02/2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მოსაგონრად ”წითელი ყაყაჩოს” აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს დაიბნევენ და ამით პატივს  ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ.
21/02/2012
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. პედაგოგებს ტრენინგები  პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
21/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ  აგრესიაზე.
20/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” სახელმწიფო უწყებები ერთვებიან.
19/02/2012
პროფესიულ სასწავლებელ „იკაროსში“ №198 სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ნამუშევრები, თიხისა და თექისაგან დამზადებული სამკაულები, სათამაშოები, ნახატები, საეკლესიო ნივთები.
18/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
18/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება.
17/02/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს  გრძელდება.
17/02/2012
მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სახელმძღვანელო "ჩემი უფლებები და მოვალეობები" შეიქმნა.
16/02/2012
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ამერიკის კონგრესში გამართა. მინისტრი  კონგრესის თავმჯდომარეს, სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >