Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
03/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა.
02/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსისა” და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დამსაქმებელთა ფორუმს დაესწრო.
02/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საცურაო აუზზე, სპორტის გაკვეთილის ფარგლებში ორგანიზებულ უმცროსკლასელთა შეჯიბრებას დაესწრო და გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა.
01/02/2012
ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად  გადასცეს.
01/02/2012
საქართველოს სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები, რომლებიც ”ბუკის” გამოყენებით წარმართავენ სასწავლო პროცესს, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” მიიღებენ მონაწილეობას.
01/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიის ურთიერთთანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (SDC) და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ორგანიზებით,  პროექტი „განათლების დახმარებით ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ იწყება.
31/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
31/01/2012
პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
30/01/2012
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრი გაიხსნება, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში გაივლიან სტაჟირებას და სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიას დაეუფლებიან.
29/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე  თბილისის სკოლების  100-მდე მანდატურს შეხვდა.
29/01/2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწო.
28/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
28/01/2012
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს.
27/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი მოდელი წარუდგინა.
27/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა  საგნობრივ საგამოცდო პროგრამებზე მუშაობენ და იმ კრიტერიუმებს ადგენენ, რაც ამ დისციპლინების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე მოეთხოვებათ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >