Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
26/01/2012
თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
25/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა.
25/01/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ რამდენიმე კვირის წინ მალტაში გაემგზავრა.
25/01/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადი გადამზადებას გადის.  ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ  მოხალისე პედაგოგები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაემგზავრებიან და არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
24/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრნენ.
24/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე სპორტის მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო
23/01/2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის სამეცნიერო–პოპულარული ორენოვანი ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
22/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის პედაგოგები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.
21/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების  სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
21/01/2012
2011-2012 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა 200 ათასამდე მოსწავლე ჩაერთო. ოლიმპიადის პირველი ტური სკოლებში ჩატარდა. ამჯერად მეორე ტური მიმდინარეობს.
21/01/2012
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრა, სადაც ისინი New College Nottingham-ში  სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
20/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მეორე სასწავლო სემესტრის დაწყება და სწავლის განახლება კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა და რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა.
19/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჭადრაკის დიდოსტატმა გარი კასპაროვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სპორტის სახეობის  -  ჭადრაკის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
19/01/2012
მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადების მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდნენ.
18/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >