Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
07/01/2012
მანდატურებმა 200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს, შობა მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენაგამართეს .

06/01/2012
პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. პირველადი შედეგების თაობაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.
05/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელს თეონა აბულაძეს ოჯახში ეწვივნენ და ახალი წელი პირადად მიულოცეს.
04/01/2012
საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლის უცხოელ მოხალისე მასწავლებელს ბრიტანი თოლარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი პირადად მიულოცა.
03/01/2012
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა.  საგანგებოდ მათთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ბასტი-ბუბუს მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ბავშვებმა ბევრი საჩუქარიც მიიღეს. საახალწლო ზეიმში სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.
02/01/2012
თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი მიულოცა.
31/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტრადიციულად საახალწლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს  ეწვია. პოპულარულ წამყვანთან დუტა სხირტლაძესთან  ერთად  მინისტრმა მოზარდებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიუტანა.
30/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
30/12/2011
მანდატურებმა 53 საჯარო სკოლის პირველ კლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმი“ დაათვალიერეს. მოსწავლეები კომპიუტერის აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ.
29/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, 2011 წელს სამინისტრო პროექტებს 42 მიმართულებით ახორციელებდა, ყველა დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და  2012 წელს მათ ხუთი ახალი პროექტი დაემატება.
29/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თხზულებების კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ერთ ეტაპად ორ ასაკობრივ ჯგუფში, VII-IX და X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სკოლების 100 000-მა მოსწავლემ მიიღო
28/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა და პროფესიული კოლეჯების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მანდატურებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და  სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.
27/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტელეპროექტ ”იმედის გმირების” გამარჯვებულს, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგ საიდი მულიანს შეხვდა და მის მიერ ფერეიდანში დაარსებული ქართული საკვირაო სკოლისათვის ქართული სახელმძღვანელოები და ნეტბუკები გადასცა.
27/12/2011

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. პატარებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ. 

26/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში  ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >