Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
08/02/2013
აშშ-ის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“ (Millennium Challenge Corporation - MCC) თანამშრომლობის მეორე კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისათვის იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.
08/02/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის 12 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება განათლების სფეროს მუშაკთა შეხვედრა კომისიის წევრებთან, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხებს.
08/02/2013
კომისია განცხადებას აკეთებს განმარტებისათვის, ვინაიდან მტკიცების ტვირთი არის მიმართვის ავტორზე, რომ დაასაბუთოს და დაადასტუროს ფაქტები, რომელიც აღნიშნა თავის განცხადებაში. ასევე ეს განმარტება განკუთვნილია იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც უკვე მიმართეს კომისიას და პასუხად მიიღეს ხარვეზის წერილი.


07/02/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
06/02/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იმ  120 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც ახალი წლიდან სასკოლო ავტობუსით სარგებლობენ.
05/02/2013
პროექტის დემოკრატია იწყება შენით! ფარგლებში დღეს, სომხეთის ქალაქ წახკაძორში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გაიმართა. პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა მიიღეს.
02/02/2013
2012-2013 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია გიგაურმა ახალი მოდელი და საგამოცდო პროცედურები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს პირადად გააცნო.
01/02/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd)  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის ახორციელებს.
01/02/2013
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით,  კაჭრეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, სენაკის, გორისა და დიდი ჯიხაიშის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანე 35 დღიან გადამზადების კურსს გაივლის.
01/02/2013
საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც იგი განათლების მინისტრების ფორუმში მონაწილეობდა. აღნიშნულ ფორუმს, განათლების მინისტრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.
31/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
30/01/2013
განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დვალი და კომისიის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვდნენ და ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
29/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. კომისიის მიერ გამსვლელ ქულად განისაზღვრა 65 ქულა.
29/01/2013
წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.
28/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის სახელზე სამინისტროსა და  შესაბამის რესურსცენტრებში 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >