Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
14/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა  დანაშაულის ფაქტები.
14/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ირინე ქურდაძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
14/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან.
13/09/2011
ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მთავარი პრიორიტეტები წარმოადგინა დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის,  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
13/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს
12/09/2011
საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა.
12/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011-2012 სასწავლო  წლის სიახლეებთან დაკავშირებით გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
11/09/2011
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრმა შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.
10/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონის  200-მდე პედაგოგს შეხვდნენ.
09/09/2011
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
09/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  წლიური ანგარიში წარუდგინა.
09/09/2011
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ გეგენავამ მთაწმინდის რაიონის 40–მდე  მრავალშვილიან ოჯახს  საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოები და კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს.
08/09/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ფოთში ახლადრეაბილიტირებული პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ გახსნა. კოლეჯის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. გარემონტდა  კოლეჯის სასწავლო კორპუსი და განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა.
08/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად  სტუდენტურ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები ჯეოსელ-კონექტს  სპეციალურ ფასად შეიძენენ
07/09/2011

ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >